22:56 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-14 15:37:44, 400 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი დედების მარშის მონაწილეებს - მადლობა თქვენ, მადლობა ჩვენს ახალგაზრდებს

მადლობა თქვენ, მადლობა ჩვენს ახალგაზრდებს,- ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლესთან შეკრებილ დედების მარშის მონაწილეებს.

ზურაბიშვილის განცხადებით, „ყველა ჩვენი შვილია, ვინც აქ დგას ამ ქვეყნისთვის და ამ ქვეყნის მომავლისთვის“.

„მადლობა თქვენ, მადლობა ჩვენს ახალგაზრდებს. ყველანი ვართ დედები, ყველა ჩვენი შვილებია, ვინც აქ დგანან ამ ქვეყნისთვის და ამ ქვეყნის მომავლისთვის. მათ ვუთხრათ მადლობა და მათ ვუთხრათ, რომ  მათთან ერთად ვიქნებით ჩვენ ბოლომდე, რომ დავიცვათ ისინი“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, მანამდე, დედების მარშის მონაწილეები, ლოზუნგით „ხელი გაუშვით, ჩემი შვილია“, პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდნენ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics