2024-12-14 12:10:30, 415 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი - ერთი წლის წინ, საქართველომ EU-ის კანდიდატის სტატუსი მიიღო, ერთი პარტია ამ შესაძლებლობას ანგრევს და ავტორიტარულ რეჟიმს აშენებს
ერთი წლის წინ, საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო, ერთი პარტია ამ შესაძლებლობას ანგრევს და ავტორიტარულ რეჟიმს აშენებს,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება სახალხო სიხარულის და ემოციების დღე იყო.
„ერთი წლის წინ, ამ დღეს, საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო, ეს კონსენსუსის, სახალხო სიხარულისა და დიდი ემოციების დღე იყო! ერთი წლის განმავლობაში მმართველი ერთი ადამიანი/ერთი პარტია ამ შესანიშნავ შესაძლებლობას ანადგურებს და რეპრესიულ ავტორიტარულ რეჟიმს აშენებს“,- წერს პრეზიდენტი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,