|
2024-12-12 16:37:11, 1483 ნახვა
რეგიონი
შუახევში მათემატიკის მოყვარულთა კლუბის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა
შუახევში მათემატიკის მოყვარულთა კლუბის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, ღონისძიებას შუახევის მერი ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძე, რესურსცენტრის ხელმძღვანელი ედუარდ გოგრაჭაძე და ,,აჭარისწყალი ჯორჯიას" წარმომადგენლები ინგული დავითაძე და ჯამბულ წულუკიძე ესწრებოდნენ.
„მათემატიკის მოყვარულთა კლუბი მუნიციპალიტეტის მერიისა და ,,აჭარისწყალი ჯორჯიას“ დაფინასებით შეიქმნა. კლუბის წევრები VII-VIII კლასის მოსწავლეები არიან, რომლებიც კონკურსის წესით შეირჩნენ. აქტიური მონაწილეობისთვის კლუბის წევრები სერთიფიკატებით, ხოლო მოწვეული პედაგოგი და რესურსცენტრის წარმომადგენლები მადლობის ბარათებით დაჯილდოვდნენ. პროექტები ხელს უწყობს ახალგაზრდების ცნობიერებისა და მოტივაციის ამაღლებას, ჩართულობის გაზრდას სხვადასხვა ღონისძიებებში, მოყვარულთა კლუბებსა და საგნობრივ კონკურსებში, კონფერენციებსა და ოლიმპიადებში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|



ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)