2024-12-11 17:55:14, 435 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე თბილისში ჩამოდის
გზაში ვარ თბილისისკენ ევროპარლამენტარ კოლეგებთან ერთად, რათა სოლიდარობა გამოვხატო ქართველებთან, რომლებიც ევროპული მომავლისთვის იბრძვიან! - ამის შესახებ ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
იუკნევიჩიენის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, ოპოზიციურ პარტიებს და ჟურნალისტებს შეხვდება.
„გზაში ვარ თბილისისკენ ევროპარლამენტარ კოლეგებთან ერთად, რათა სოლიდარობა გამოვხატო ქართველებთან, რომლებიც ევროპული მომავლისთვის იბრძვიან!
დღის წესრიგშია: შეხვედრები პრეზიდენტ სალოემ ზურაბიშვილთან, ოპოზიციურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან და ჟურნალისტებთან“,- წერს იუკნევიჩიენე.
ავტორი: ექსპრესნიუსი,