13:18 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-11 12:59:48, 481 ნახვა

სამართალი
ციცქიშვილი - მაკა ჩიხლაძის და გიორგი შეწირულის საქმეზე მოწმის სტატუსით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დამიბარეს

დღეს მაკა ჩიხლაძის და გიორგი შეწირულის საქმეზე მოწმის სტატუსით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დამიბარეს, იმიტომ, რომ მე ეთერში რამდენიმეს სახელი და გვარი დავასახელე,- ამის შესახებ „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა, ქეთა ციცქიშვილმა „TV პირველს“ განუცხადა.

ციცქიშვილის თქმით, წყაროს დასახელებას არ აპირებს.

„დღეს საგამოძიებო სამსახურში დამიბარეს მოწმის სტატუსით, მაკა ჩიხლაძის და გიორგი შეწირულის საქმეზე იმიტომ, რომ მე ეთერში რამდენიმეს სახელი და გვარი დავასახელე, ვინც არის სავარაუდო თავდამსხმელი, იმიტომ, რომ მომაწოდა ეს ინფორმაცია წყარომ, რა თქმა უნდა, მათი ამოცნობა შეძლეს. ამ ინფორმაციას მივაწვდი, თუმცა მათ კითხვა ექნებათ წყაროს შესახებც და მე, რა თქმა უნდა, გამოვიყენებ კანონით მინიჭებულ უფლებას და არ დავასახელებ წყაროს, იმიტომ, რომ ეს შეგვიძლია. 

ვიცით, რომ 2 კონკრეტული ადამიანის სახლში ჩხრეკა ჩატარდა და რეალურად ჯერ არაფერი არ გვიხილავს შედეგი ამ გამოძიების, წესით მათ უფრო კარგად უნდა იცოდნენ, ვინ იყო იქ, რადგან ბოლობოლო იქ თუ არა გვერდზე ქუჩაზე არის კამერები და ეს ადამიანები არ მგონია სულ ნიღბებით დადიოდნენ ყველგან. თვითონაც ძალიან კარგად იციან, ვინ არიან. ამიტომ, ველოდები ნაბიჯებს. ჩვეულებრივად მკვლელობის მცდელობა იყო. ეს არ ყოფილა უბრალოდ თავდასხმა და ცემა. ეს იყო მკვლელობის მცდელობა“,- განაცხადა ქეთა ციცქიშვილმა. 

შეგახსენებთ, 7 დეკემბერს, „TV პირველის“ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულს ნიღბიანი პირები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ორივე მათგანი მიღებული დაზიანებებით ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულზე მომხდარ თავდასხმაზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის საკითხის აქტუალიზაციაზე ამბობს, რომ არაკვალიფიციურობით გამოწვეული მცდარი შეხედულებების ტირაჟირება მიმდინარეობს
მაღაზიების ძარცვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 15 წლის მოზარდი დააკავეს
ციფრული ტრანსფორმაციის პრაქტიკული შედეგები: როგორ ცვლის „თეგეტა ჰოლდინგი“ იურიდიულ პროცესებს Lawformer-თან პარტნიორობით
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა განახლებული პროგნოზები: უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა, ინფლაცია, და სტაბილური ლარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics