2024-12-11 09:16:36, 401 ნახვა
პოლიტიკა
რუსთაველის გამზირზე აქცია დასრულდა
თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დასრულდა.
გამზირზე „თბილსერვისის“ ჯგუფი მუშაობდა, რის შემდეგაც სატრანსპორტო მოძრაობა აღდგა.
აქციის მე-13 დღეს, მომიტინგეებმა პარლამენტის შენობის წინ შეკრება, დაახლოებით, 19:00 საათზე დაიწყეს.
დემონსტრაციამ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, წინა საპროტესტო ღამეებისგან განსხვავებით.
შეგახსენებთ, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია 28 ნოემბრიდან იმართება. საქართველოსა და სხვა დიდ ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაახმოვანა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დადგება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,