2024-12-10 17:56:00, 693 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი - სუს-ის დღევანდელი განცხადება ადამიანის უფლებების დარღვევად უნდა ჩაითვალოს - აქციები მშვიდობიანად ტარდება
სუს-ის დღევანდელი განცხადება ადამიანის უფლებების დარღვევად უნდა ჩაითვალოს,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლების დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ქვეყანაში აქციები მშვიდობიანად ტარდება.
„სუს-ის დღევანდელი განცხადება ადამიანის უფლებების დარღვევად უნდა ჩაითვალოს. ეს, რაღაც სცენარების დატრიალება, რა სცენარიც მოიცავს „გვამებს“, ეს არის ადამიანების ფსიქოლოგიური დატერორება. იმ დროს, როდესაც გარეთ არის მშვიდობიანი აქციები, გუშინ საღამოს ძალიან კარგად გამოჩნდა, როცა არ არის, არც „ტიტუშკები“ და არც სხვები, აქციები მშვიდობიანად ტარდება და არაფერი ისეთი არ ხდება“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,