04:39 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-10 15:05:16, 430 ნახვა

პოლიტიკა
ხუციშვილი - 2025 წელს მანდატურებისა და საჯარო სკოლების ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ხელფასები 10%-ით იზრდება

ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2025 წელს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 3 მილიარდ 85 მილიონი ლარის ოდენობით, რაც 2024 წლის დამტკიცებულ გეგმას 577 მილიონი ლარით აღემატება. 

ხუციშვილის თქმით, გამოყოფილი თანხები ძირითადად, მიიმართება შემდეგი პროგრამების განხორციელებაზე:

„სკოლამდელი და ზოგადი განათლება - 1 მილიარდ 903 მილიონ ლარზე მეტი. პროგრამის ფარგლებში, 75,0 მლნ ლარი გათვალისწინებულია საჯარო სკოლების კომპიუტერული ტექნიკითა და ლაბორატორიებით აღჭურვისათვის. ასევე, გათვალისწინებულია მანდატურებისა და საჯარო სკოლების ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ხელფასების 10-პროცენტიანი ზრდა;

პროფესიული განათლება - 149 მილიონი ლარი;

უმაღლესი განათლება - 171 მილიონ ლარზე მეტი;

მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა - 86 მილიონ ლარზე მეტი;

ინკლუზიური განათლება - 82 მილიონ ლარზე მეტი;

ინფრასტრუქტურის განვითარება - 538 მილიონ ლარზე მეტი, მათ შორის:

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარება - 467 მილიონ ლარზე მეტი. გარდა ამისა, ამავე მიმართულებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებებში გათვალისწინებულია 141  მილიონი ლარი და ჯამში, სკოლების ინფრასტრუქტურისთვის გამოყოფილი თანხა 600 მილიონ ლარს აჭარბებს;

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარება - 66 მილიონი ლარი;

უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარება - 30,0 მილიონი ლარი;

ახალგაზრდობის ხელშეწყობის მიმართულებით გამოყოფილია 14 მილიონ ლარამდე“,- განაცხადა ხუციშვილმა, როგორც ამას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics