04:38 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-10 14:56:37, 364 ნახვა

პოლიტიკა
ხუციშვილი - 2025 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 27 მილიარდ 561 მილიონი ლარი, ასიგნებები - 27 მილიარდ 941 მილიონ ლარზე მეტია

2025 წლის ბიუჯეტის პროექტით სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი 27 მილიარდ 561 მილიონი ლარის ოდენობით განისაზღვრა, რაც მიმდინარე წლის დამტკიცებული გეგმით გათვალისწინებულ მაჩვენებელთან შედარებით, გაზრდილია 2 მილიარდ 991 მილიონი ლარით,- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.

ხუციშვილის თქმით, შემოსავლების ჯამური მაჩვენებელი 23 მილირად 435 მილიონ ლარამდეა, რაც 2024 წლის გეგმასთან შედარებით, გაზრდილია 2 მილიარდ 700 მილიონ ლარზე მეტით.

„არაფინანსური აქტივების კლების, ანუ პრივატიზაციის სახით მისაღები თანხების გეგმა შეადგენს 300 მილიონ ლარს;

ფინანსური აქტივების კლების, ანუ სესხების დაბრუნების მაჩვენებელი განისაზღვრა 400 მილიონი ლარის ოდენობით;

 ვალდებულებების ზრდის სახით მისაღები სახსრები განისაზღვრა 3 მილიარდ 426 მილიონი ლარის ოდენობით;

ბიუჯეტი ითვალისწინებს ვალის დაფარვას 1 მილიარდ 410 მილიონი ლარის ოდენობით, შესაბამისად, ვალდებულებების წმინდა ზრდა 2 მილიარდ 10 მილიონ ლარამდეა.

რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, ასიგნებების მოცულობა 2024 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით, იზრდება 2 მილიარდ 911 მილიონი ლარით და შეადგენს 27 მილიარდ 941 მილიონ ლარზე მეტს“,- თქვა ხუციშვილმა.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics