07:09 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-08 14:46:04, 2771 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - პოლიციელებს უწევთ, აიტანონ უმძიმესი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა - მათ შავრაზმელებს, რუსულ ომონს უწოდებენ

ვინმე თუ ამტკიცებს ევროპელობას რუსთაველის გამზირზე, ყველაზე მეტად სწორედ გმირი პოლიციელები არიან - მინდა, მათ მადლობა გადავუხადო მოთმინებისთვის,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

როგორც კობახიძემ აღნიშნა, „განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გმირი პოლიციელების წინააღმდეგ მიმართული უხეში და სისტემური ძალადობის და მათი შეურაცხყოფის დაგმობა“.

„მინდა, შეგახსენოთ, თუ ვინმე ამტკიცებს ევროპელობას რუსთაველის გამზირზე, ყველაზე მეტად სწორედ ეს გმირი პოლიციელები არიან. მინდა, მათ მადლობა გადავუხადო მოთმინებისთვის. 10-ზე მეტ პოლიციელს დასჭირდა ქირურგიული ჩარევა. ეს არის მარტო ისეთი შემთხვევები, სადაც საჭირო გახდა ქირურგიული ჩარევა. არის უამრავი დაზიანებები ფაქტი პოლიციელების მხარეს, არავითარი დაგმობა არ განხორციელებულა ასეთი ძალადობის მიმართ. პოლიციელებს უწევთ, აიტანონ უმძიმესი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა. კონკრეტული პოლიტიკური ძალები და მათ მედიასაშუალებები მათ უწოდებენ შავრაზმელებს, რუსულ ომონს და ა.შ. რაც უბრალოდ სამარცხვინოა, ესეც არის ორმაგი სტანდარტის გამოვლინება",- განახცადა პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics