2016-03-01 15:03:47, 486 ნახვა
საზოგადოება
გიგლა აგულაშვილი სხვადასხვა სამონადირეო საზოგადოებრივი გაერთიანებების წარმომადგენლებს შეხვდა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი სხვადასხვა სამონადირეო საზოგადოებრივი გაერთიანებების წარმომადგენლებს შეხვდა.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე ნადირობის სფეროს მარეგულირებელი ახალი კანონმდებლობის სტრუქტურა და მიმართულებები განიხილეს, რომლის შემუშავების პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს.
კანონმდებლობის მომზადებაში, სამინისტროსთან ერთად, საზოგადოების წარმომადგენლები და გერმანელი ექსპერტები მონაწილეობენ.
პროექტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით ხორციელდება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან