08:29 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-07 18:37:57, 425 ნახვა

პოლიტიკა
მელია - ნინო კვიტაიშვილს „ტიტუშკის“ ნასროლი, შუშის ბოთლი მოხვდა სახეში, დასჭირდა ოპერაცია - საგამოძიებოს ამ ფაქტის გამოძიებას არ იწყებს

პარტიის პოლიტსაბჭოსა და თბილისის საკრებულოს წევრს, ნინო კვიტაიშვილს „ტიტუშკის“ მიერ ნასროლი, ალესილი შუშის ბოთლი მოხვდა სახეში, რის გამოც დასჭირდა ოპერაცია, საგამოძიებო უწყება ამ ფაქტის გამოძიებას არ იწყებს, მიუხედავად იმისა, რომ დამნაშავე იდენტიფიცირებულია,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს.

მელიას თქმით, ნინო კვიტაიშვილი ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება.

„ტიტუშკების“ ქალაქში თარეში და პროტესტის მონაწილეებთან მათი „მიქსევა“, რეჟიმის ხელწერად რომ იქცა, ყველამ ვიცით. 

უნდა გვახსოვდეს, მათ მიერ ჩადენილი ძალადობის ფორმალური გამოძიებაც კი არ ხდება. 

3 დღის წინ, "ტიტუშკების" ჯგუფი, ცდილობდა თანამებრძოლების პროვოცირებას, რა დროსაც ჩვენი პარტიის პოლიტსაბჭოსა და თბილისის საკრებულოს წევრი, ნინო კვიტაიშვილი Nino Kvitaishvili, გადაეფარა თავის თანაგუნდელ ბიჭებს, ცდილობდა სიტუაციის განეიტრალებასა და  ესკალაციის თავიდან არიდებას, რა დროსაც „ტიტუშკის“ მიერ ნასროლი, ალესილი შუშის ბოთლი მოხვდა სახეში, დასჭირდა ოპერაცია და ამჟამად იმყოფება საავადმყოფოში.

საგამოძიებო უწყება კი არც იწყებს ამ ფაქტის გამოძიებას, მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული დამნაშავე იდენტიფიცირებულია. 

ვუცხადებ სოლიდარობას ყველა დაზარალებულს, ჩალურჯებები გაივლის, ის ხალხი კი, ვინც ამ პროცესში სიბნელის მხარეს დგას, ადამიანის სახეს, ვერასდროს დაიბრუნებს“,- წერს მელია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics