08:27 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-07 00:14:10, 402 ნახვა

პოლიტიკა
მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანთან“ და ჭიჭინაძის ქუჩაზე წყლის ჭავლის მანქანები გამოჩნდა [ვიდეო]

თბილისში, მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანთან“ და ჭიჭინაძის ქუჩაზე წყლის ჭავლის მანქანები კვლავ გამოჩნდა.

ჭიჭინაძისა და 9 აპრილის ქუჩებზე ასევე რობოკოპებიც განათავსეს.

გასული 2 დღის განმავლობაში, წყლის ჭავლის მანქანები არ განთავსებულა არც რუსთაველის გამზირზე და არც პარლამენტის შიდა ტერიტორიაზე, საიდანაც წყლის ჭავლს აქციის მონაწილეების დასაშლელად იყენებენ ხოლმე.

აღსანიშნავია, რომ წყლის ჭავლის მანქანები მას შემდეგ გამოჩნდა, რა საპროტესტო აქციაზე შეკრებილმა მოქალაქეებმა პიროტექნიკის გამოყენება დაიწყეს.

ადგილზე ამ დროისთვის ვითარება მშვიდია, თუმცა ცოტა ხნის წინ მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ ერთი პირის დაკავება მოხდა.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics