10:56 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-05 23:30:40, 353 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი - „ოცნება“ დღეს გახდა უარესი, ვიდრე სააკაშვილის პერიოდი

„ოცნება“ დღეს გახდა უარესი, ვიდრე სააკაშვილის პერიოდი , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საქართველოს განაცხადა.

როგორც პრეზიდენტი განმარტავს, „ქართულ ოცნებას“ ერთი სული აქვს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყოს მუდმივად მათი ერთადერთი ოპონენტი.

„სხვათა შორის, არაერთხელ შევხვდი რატი ბრეგაძეს ამ საკითხზე, როდესაც იყო ჰუმანური, ჯანმრთელობის პრობლემა. არაერთხელ მითქვამს, რომ ეს საკითხი თქვენი გადასაწყვეტია მთავრობის მიერ, პოლიტიკური საკითხია და არა შეწყალების. შეწყალება სხვა რაიმეს ეხება, მორალურ განზომილებას, ამიტომ ვთქვი: „არა“.

„ოცნებას“ ერთი სული აქვს, მიშა იყოს მუდმივად მისი ერთადერთი ოპონენტი. ამიტომ არის, რომ თუ რაიმე ხმები შეინარჩუნეს დღემდე, არის იმ ადამიანებისგან, ვისაც ის პერიოდი ახსოვს. „ოცნება“ დღეს გახდა უარესი, ვიდრე სააკაშვილის პერიოდი. გაიმეორა და დაუმატა ერთადერთი რამ, რაც არ ჰქონდა სააკაშვილის პერიოდს. ავტორიტარიზმს, ერთპარტიულობას, არჩევნების გაყალბებას, ადამიანების უფლებების დარღვევას, ბიზნესის დამონებას დაუმატა რუსეთი“,-აღნიშნა პრეზიდენტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ოქროს მოსამართლე“ ხახალევა თბილისში ცხოვრობს; რუსეთი მისი აქტივების კონფისკაციას ითხოვს
ყოფილი ცოლი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სცემა, კაცი დააკავეს
პოლონეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ ეთერში ქართული ტელეარხი გაუშვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად
CNN: ტრამპი სკეპტიკურად უყურებს ირანის ახალ სამშვიდობო წინადადებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics