2016-03-01 13:03:57, 684 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეები გაფიცვით იმუქრებიან
თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეები გაფიცვით იმუქრებიან. ისინი ხელმძღვანელობისგან სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ხელფასების გაზრდას ითხოვენ.
მათივე თქმით, დღეს ისინი შესაბამის უწყებებში შეიტანენ განცხადებას წინასაგაფიცვო მოქმედებების დაწყების შესახებ.
როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ აღნიშნა, 21 დღის შემდეგ უფლებას იტოვებენ გააჩერონ მეტროპოლიტენი.
მეტროპოლიტენის თანამშრომლები წინასწარ უხდიან ბოდიშს თბილისელებს. მემანქანეები ასევე მოითხოვენ, ღამის საათებში 22:00-დან 06:00-მდე სამუშაო საათები განსხვავებული ტარიფით აუნაზღაურდეთ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან