12:09 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-05 12:32:35, 378 ნახვა

პოლიტიკა
დუჟარიკი - გაეროს გენერალური მდივანი საქართველოში მხარეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ქმედებებისგან, რომლებმაც შეიძლება ძალადობა გამოიწვიოს

შეშფოთებით ვაკვირდებით საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და ხაზს ვუსვამთ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების პატივისცემის მნიშვნელობას,- ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის პრესსპიკერმა, სტეფან დუჟარიკმა განაცხადა. 

დუჟარიკის თქმით, თანაბრად მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ ყველა ცნობა დროულად და სრული გამჭვირვალობით იქნას გამოძიებული.

„შეშფოთებით ვაკვირდებით საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და ხაზს ვუსვამთ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების პატივისცემის მნიშვნელობას.

გენერალური მდივანი მოუწოდებს ყველა აქტორს, თავი შეიკავონ ქმედებებისგან, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს შემდგომი ძალადობა და შეეცადონ დაძლიონ უთანხმოება დიალოგის გზით. ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ ყველა ცნობა დროულად და სრული გამჭვირვალობით იქნას გამოძიებული“,- განაცხადა დუჟარიკმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა ინწკირველი - დღევანდელი დღე არის ისტორიული. დიდი მოლოდინია, დიდი ინტერესია
ბიზნესის მოდული თიბისი კამპუსში - სივრცე მათთვის, ვისაც იდეების სჯერა
„ოქროს მოსამართლე“ ხახალევა თბილისში ცხოვრობს; რუსეთი მისი აქტივების კონფისკაციას ითხოვს
ყოფილი ცოლი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სცემა, კაცი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics