|
2024-12-04 12:50:09, 409 ნახვა
პოლიტიკა
„დაუყოვნებლივ უნდა დაუწესდეთ სანქციები ივანიშვილს, კობახიძეს“ - 17 ამერიკელი ყოფილი დიპლომატი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს
დაუყოვნებლივ და საჯაროდ უნდა დაუწესდეთ სანქციები ბიძინა ივანიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და მთავრობის სხვა წევრებს, რომლებიც ავტორიტარულ ქცევაში არიან ჩართულები,- ამის შესახებ ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ხელს 17 ამერიკელი ყოფილი დიპლომატი და ექსპერტი აწერს. როგორც ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, სანქციები უნდა შეეხოთ პოლიციელებს და სამხედრო ოფიცრებს, რომლებიც „მონაწილეობდნენ მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევაში და საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისას ხრიკების მოწყობაში“.
დიპლომატების აზრით, ეს ნიშნავს, რომ შეერთებულმა შტატებმა:
განცხადებას ხელს აწერენ: აზერბაიჯანში აშშ-ის ყოფილი ელჩი რობერტ სეკუტა; ჰადსონის უნივერსიტეტის უფროსი მკვლევარი ლუკ კოფი; გლობალურ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე პაულა დობრიანსკი; რუსეთის, უკრაინის, ევრაზიის საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე ეველინ ფარკასი; აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში დანიელ ფრიდი; აშშ-ის ყოფილი ელჩი უკრაინასა და უზბეკეთში ჯონ ჰერბსტი; ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილი მთავარსარდალი ბენ ჰოჯესი; აშშ-ის ყოფილი ელჩი აზერბაიჯანში რიჩარდ კაუზლარიჩი; საქართელოში აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი; აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში დევიდ კრამერი; ამერიკის საგარეო პოლიტიკის საბჭოს უფროსი მკვლევარი ლორა ლინდერმანი; აშშ-ის ყოფილი ელჩი აზერბაიჯანსა და ევროკავშირში რიჩარდ მორნინგსტარი; საგარეო ურთიერთობათა საბჭოს უფრო მკვლევარი სტივენ სესტანოვიჩი; აშშ-ის ყოფილი ელჩი უკრაინაში უილიამ ტეილორი; მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსი დირექტორი ლორა თორნტონი; აშშ-ის ყოფილი ელჩი ნატოსა და რუსეთში ალექსანდრ ვერშბოუ; აშშ-ის ყოფილი ელჩი ნატოში კურტ ვოლკერი; აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოსა და ბელარუსში კენეტ იელოვიცი; აშშ-ის ყოფილი ელჩი უკრაინაში, სომხეთსა და ყირგიზეთში მერი იოვანოვიჩი.
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
წინანდლის მამულში ვარდობისთვე გაიმართება - პროექტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია SOLO
სომხეთის პრემიერის სპიკერი უარყოფს ცნობებს საქართველოსთვის სოფლის გადაცემაზე შეთანხმების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)