14:53 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-04 00:04:15, 394 ნახვა

პოლიტიკა
ლუქსემბურგის საგარეო მინისტრი - გვთხოვეს არჩევნების შედეგები არ ვაღიაროთ, თხოვნა პრეზიდენტის მხრიდანაც იყო - ანგარიში მინდა ვნახო

გვთხოვეს არჩევნების შედეგები არ ვაღიაროთ, თხოვნა პრეზიდენტის მხრიდანაც იყო, მე ანგარიში მინდა ვნახო, იყო თუ არა არჩევნები სამართლიანი, - ამის შესახებ ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქსავიე ბეტელმა ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.

მინისტრის განცხადებით, საქართველოში მიმდინარე ვითარება კარგი არ არის.

„როდესაც ჩვენ საქართველოს ვუთხარით, რომ ისინი ევროკავშირთან ახლოს იყვნენ და ჩვენ მოლაპარაკებებიც გავხსენით, ეს ის მომენტი იყო, როდესაც მათ გადაწყვიტეს, რომ კარგი, შეგვიძლია რაც გვინდა ის გავაკეთოთ და ისინი არასწორი მიმართულებით წავიდნენ, მეტიც, მათ ევროპისკენ გზაზე სვლაც შეწყვიტეს. ვხედავ, რომ მათ მთავრობასა და პრეზიდენტს შორის შიდა პრობლემები აქვთ. ფაქტია, თუ არ ვცდები, რომ გვთხოვეს არჩევნების შედეგები არ ვაღიაროთ, თხოვნა პრეზიდენტის მხრიდანაც იყო. მე ანგარიში მინდა ვნახო, იყო თუ არა არჩევნები სამართლიანი და თუ ეს ქართველი ხალხის ნებაა, მაშინ ჩვენ მათ ნებას პატივი უნდა ვცეთ“,- განაცხადა ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
წინანდლის მამულში ვარდობისთვე გაიმართება - პროექტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია SOLO
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics