16:17 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-03 15:47:46, 435 ნახვა

პოლიტიკა
აქციის მონაწილე - პოლიციის 10 თანამშრომელი მირტყამდა - იარაღით მემუქრებოდნენ, ტელეფონის PIN-კოდს თუ არ ვეტყოდი, თავს გამიხვრეტდნენ

მინიმუმ პოლიციის 10 თანამშრომელი მირტყამდა - ისეთი სიტყვები და შეურაცხყოფა მომაყენეს, ენით ვერ აღვწერ,- ამის შესახებ თბილისში, პარლამენტთან გამართულ აქციაზე დაშავებულმა ერთ-ერთმა მოქალაქემ განაცხადა.

როგორც აქციიის მონაწილე აღნიშნავს, სამართალდამცველები მას იარაღით ემუქრებოდნენ.

„მინიმუმ პოლიციის 10 თანამშრომელი მირტყამდა. პოლიციასაც ვერ დავარქმევ, 10 სპეცრაზმელი მირტყამდა უმოწყალოდ. უნდოდათ ჩემი ტელეფონი, ითხოვდნენ პინს ჩემსას, რა თქმა უნდა, არ მინდოდა ჩემი ტელეფონი გაეხსნათ. წამართვეს ქურთუკი, არ ვიცი, რატომ. გამხადეს ფეხსაცმელი. იარაღით გვემუქრებოდნენ, PIN-კოდს თუ არ ვეტყოდი, თავს გამიხვრიტავდნენ. სიტყვებზე და შეურაცხყოფაზე საუაბრი აღარ მაქვს. ისეთი სიტყვები და შუერაცხყოფა მომაყენეს, ენით ვერ აღვწერ...

ერთი მეუბნებოდა, შენო ისეთ ჯანზე ხარო, ვერაფერს ვერ გიშვებითო და მეორეს ეუბნება - მოდი, ხელი მოვტეხოთო, დაიწყეს ჩემი ხელის მოტეხვა. მაგის მეთაურმა დაუფიქსირა, რომ ეგ არ გაეკეთებინათ და მანდ გაჩერდნენ, თორემ რამდენიმე წამი და ხელსაც მომტეხავდნენ“,- აცხადებს აქციაზე დაშავებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კირილი იმედოვნებს, რომ საქართველოს მომავალი პატრიარქი უკრაინაზე პოზიციას არ შეიცვლის
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics