|
2024-12-03 09:00:34, 341 ნახვა
პოლიტიკა
ჭავჭავაძის გამზირზე სპეცტექნიკაა მობილიზებული და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე სპეციალური ტექნიკაა მობილიზებული და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია. მანამდე, აღნიშნულ გამზირზე მომიტინგეებმა ბარიკადები აღმართეს და ცეცხლი დაანთეს. დემონსტრანტებმა ჭავჭავაძეზე პარლამენტის მიმდიბარე ტერიტორიიდან გადაინაცვლეს, სადაც საპროტესტო აქცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. გუშინ, 2 დეკემბერს მოქალქეები დედაქალაქის მთავარ გამზირზე, დაახლოებით, 19:00 საათისკენ შეიკრიბნენ. აღსანიშნავია, რომ პროტესტის დაწყებიდან მალევე, ადგილზე მობილიზებულმა სპეციალური დანიშნულების რაზმმა საპოლიციო ღონისძიება დაიწყო. მომიტინგეების დაშლის დროს, იყენებდნენ ე.წ. წიწაკის სპრეის, გაზის კაფსულებსა და წყლის ჭავლს, მათ შორის საკანონმდებლო ორგანოს შიდა ტერიტორიიდან. მიმდინარეობდა დაკავებებიც, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკავებულთა რაოდენობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუვრცელებია. შეგახსენებთ, თბილისსა და საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში საპროტესტო ტალღა მას შეემდეგ დაიწყო, რაც 28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაახმოვანა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დადგება.
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)