17:46 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-03 00:28:45, 348 ნახვა

პოლიტიკა
რიში და შაჰინი - დროა, გამოვიყენოთ ყველა ინსტრუმენტი, მათ შორის სანქციები, რათა შევახსენოთ საქართველოს მთავრობას, რომ ქმედებებს შედეგები აქვს

ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შესახებ კარგი დასაწყისია, მაგრამ ახლა დროა, გამოვიყენოთ აშშ-ის მთავრობის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი, მათ შორის სანქციები, რათა შევახსენოთ საქართველოს მთავრობას, რომ ქმედებებს აქვს შედეგები,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ამერიკელი სენატორები - ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი ავრცელებენ.

როგორც სენატორების ერთობლივ განცხადებაშია ხაზგასმული, აშშ-ის კონგრესში არის ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერა ქართველი ხალხის მიმართ.

რიში და შაჰინი თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებსაც ეხმაურებიან და შეშფოთებას გამოხატავენ.

„ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ საქართველოში განვითარებული სიტუაციით, სადაც მშვიდობიან პროტესტს მოჰყვა უხეში ძალის გამოყენება და ძალადობა, მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ მიიღო არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება, უარი ეთქვა უმრავლესობის მისწრაფებებისთვის, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებით.

ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით, რომელთაც აქვს მშვიდობიანი პროტესტის უფლება. აშშ-ის კონგრესში არის ძლიერი ორპარტიული, ორპალატიანი მხარდაჭერა ქართველი ხალხის მიმართ და ჩვენ ვიმუშავებთ, რომ საქართველოს მთავრობა და პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან არჩევნებში ჩარევაზე, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ძალადობასა და სხვა ქმედებებზე, რომლებიც ძირს უთხრის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, პასუხი აგონ.

მოვუწოდებთ სახელმწიფო დეპარტამენტს, გამოხატოს თავისი პოზიცია მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის ამჟამინდელ გამოყენებასთან დაკავშირებით, მოვუწოდებთ ამჟამინდელ და მომავალ ადმინისტრაციას, უზრუნველყონ საქართველოში თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარდაჭერა.

ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შესახებ კარგი დასაწყისია, მაგრამ ახლა დროა, გამოვიყენოთ აშშ-ის მთავრობის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი, მათ შორის სანქციები, რათა შევახსენოთ საქართველოს მთავრობას, რომ ქმედებებს აქვს შედეგები. ქართველი ხალხი იმსახურებს იცოდეს, რომ შეერთებული შტატები არ დაჯდება ჩუმად მაშინ, როცა ეს სიტუაცია უარესდება“,- ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics