19:02 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-02 13:48:57, 413 ნახვა

პოლიტიკა
ჯაფარიძე დაკავებაზე - ჩემს შემთხვევაში ძალადობას ადგილი არ ჰქონია, არათუ ძალადობას, არაფერს ზედმეტს ადგილი არ ჰქონია

ჩემს შემთხვევაში ძალადობას ადგილი არ ჰქონია, არათუ ძალადობას, არაფერს ზედმეტს ადგილი არ ჰქონია,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ გათავისუფლების შემდეგ განაცხადა.

როგორც ჯაფარიძემ „TV პირველთან“ საუბრისას აღნიშნა, მას ადმინისტრაციული ოქმი შეუდგინეს.

„თამარაშვილზე დამაკავეს. მარტო მე არ დავუკავებივარ, რამდენიმე ადამიანი დააკავეს ჩემთან ერთად. როგორც განმიმარტეს, ადმინისტრაციული ოქმი შემიდგინეს - გზის სავალი ნაწილის უკანონო გადაკეტვა, თუ რაღაც მსგავსი...

ჩემთან მიმართებაში ძალიან პროფესიონალურად, წესიერად იქცეოდნენ. არანაირი ზედმეტი არაფერი და სავარაუდოდ, ყველა დაკავებული იქ არის და იქიდან გადაჰყავთ ე.წ. კაპეზეებზე და როცა შეიყვანენ, იქ დარეგისტრირდებიან და მერე გაიგებენ, ალბათ, მათი ახლობლები, სად არიან... 

ჩემს შემთხვევაში ძალადობას ადგილი არ ჰქონია, არათუ ძალადობას, არაფერს ზედმეტს  ადგილი არ ჰქონია“,- აცხადებს ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე დღეს, 2 დეკემბერს დააკავეს და რამდენიმე საათის შემდეგ გაათავისუფლეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics