19:03 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-02 13:41:46, 352 ნახვა

პოლიტიკა
თსუ-ს სტუდენტები მსვლელობას მართავენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები მსვლელობას მართავენ.

სტუდენტებმა უნივერსიტეტის ქუჩაზე გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს.

მათი მოთხოვნაა უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ მიიღოს გადაწყვეტილება სასწავლო პროცესის დროებით შეწყვეტასთან დაკავშირებით.

საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტები მსვლელობით მაღლივის კორპუსიდან ჭავჭავაძის გამზირის გავლით, სახელმწიფო უნივერსიტეტის 1-ელ კორპუსთან გადაინაცვლებენ.

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს გვინდა, რომ ჩვენი ხმა მივაწვდინოთ მთელ საქართველოს. ახლა უნდა დავიძრათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსისკენ, სადაც ჩვენი უნივერსიტეტის წარმომადგენლების საპროტესტო აქციას უფრო დიდ მასშტაბს შევძენთ. ჩვენ ვითხოვთ ევროპას, ჩვენი მიზანია ევროპა და ბოლომდე ვიბრძოლებთ საქართველოს თავისუფალი, ევროპული მომავლისთვის. ვითხოვთ შეწყდეს სასწავლო პროცესი“,- უთხრა თსუ-ს სტუნდენტმა „რადიო თავისუფლებას“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics