19:04 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-02 12:01:35, 340 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი - პოლიტიკოსების პასუხისმგებლობა ძალიან დიდია - ისინი ახალგაზრდებს ძალიან მძიმე სასჯელისთვის სწირავენ

პოლიტიკოსების პასუხისმგებლობა ძალიან დიდია. რა თქმა უნდა, ისინი ხვდებიან, თუ რაში აქვთ თავი შეყოფილი, თუმცა პატრონის დავალება არის პატრონის დავალება და ამაზე უარის თქმა მათთვის არის უბრალოდ შეუძლებელი - ასეთია აგენტის ბედი და ასეთია აგენტის ხვედრი,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

კობახიძის თქმით, „ყველაზე სამწუხარო არის ის, რომ ისინი სწირავენ ადამიანებს, მათ შორის, ახალგაზრდებს, ძალიან მძიმე სასჯელისთვის“.

„რაც ყველაზე სამწუხაროა, ისინი სწირავენ ადამიანებს, მათ შორის, ახალგაზრდებს, ძალიან მძიმე სასჯელისთვის. თქვენ წაიკითხავდით დილით ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ერთ-ერთი ახალგაზრდა კაცი არის დაკავებული ძალიან მძიმე სავარაუდო დანაშაულისთვის და მას ემუქრება 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთა იმის გამო, რომ მძიმედ დააზიანა ერთ-ერთი პოლიციელის ჯანმრთელობა. ეს არის ამ ავანტიურისტების პასუხისმგებლობა. არის ოთხი პარტია - სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძის და გახარიას პარტიები, მათ გუშინ, პრაქტიკულად ღიად განაცხადეს, რომ ისინი დგანან ამ კოორდინირებული ძალადობის უკან. რა თქმა უნდა, ისინი პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან ამისთვის, შესაბამისად ყველამ უნდა გაითვალისწინოს ეს ყველაფერი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რა თქმა უნდა, ისინი ვერ გასცდებიან პატრონის დავალებას, თუმცა მაინც კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო, თუ რა პასუხისმგებლობა შეიძლება იყოს დაკავშირებული იმ მცდელობასთან, რასაც ჰქვია კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობა“,- განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics