18:39 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-01 19:12:01, 308 ნახვა

პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: როგორც კი რადიკალურ ოპოზიციას აღარ დაჭირდა, ეუთო/ოდირი არ არის თურმე ორგანიზაცია

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა ოპოზიციის და პარტნიორი ქვეყნების მიერ ეუთო/ოდირის დასკვნის უგულებელყოფის თაობაზე ისაუბრა, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოში შედგა დემოკრატიული არჩევნები და ქვეყანას ჰყავს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება.

როგორც მათიკაშვილი აღნიშნავს, ეუთო/ოდირს, მის მისიას, მის დასკვნას არჩევნებთან დაკავშირებით გამორჩეულად ხაზს უსვამდნენ და ენდობოდნენ, მაგრამ როგორც კი რადიკალურ ოპოზიციას აღარ დაჭირდა, იმ წუთშივე შეიცვალა ეს დამოკიდებულება და ეუთო/ოდირი არ არის თურმე ის ორგანიზაცია, რომლის დასკვნებზეც შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა სათანადო მყარი პოზიცია უნდა გამოაცხადონ, თქვან და აღიარონ, რომ ეს დასკვნები არის რეალური.

„ჩვენ წლების განმავლობაში ვაკვირდებოდით მოცემულობას, როდესაც რეალურად ჩვენი პარტნიორები ქვეყნის ფარგლებს გარედან - შეერთებული შტატები, ევროკავშირი, ისევე როგორც ქვეყნის შიგნით არსებული ძალები ეუთო/ოდირს, მის მისიას, მის დასკვნას არჩევნებთან დაკავშირებით გამორჩეულად ხაზს უსვამდნენ, ენდობოდნენ და აცხადებდნენ ამ ყველაფერს ღიად. როგორც კი ეს რადიკალურ ოპოზიციას აღარ დაჭირდა, როდესაც ის პოლიტიკური ძალა არ მოვიდა ხელისუფლებაში, რომელსაც 2012 წლამდე ცალკეული ძალები „დემოკრატიის შუქურას“ უწოდებდნენ მსოფლიოში და როგორი შუქურა იყო მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება ეს საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, იმ წუთშივე შეიცვალა ეს დამოკიდებულება და ეუთო/ოდირი არ არის თურმე ის ორგანიზაცია, რომლის დასკვნებზეც შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა სათანადო მყარი პოზიცია უნდა გამოაცხადონ, თქვან და აღიარონ, რომ ეს დასკვნები არის რეალური, სიმართლეს ასახავს და საქართველოში შედგა დემოკრატიული არჩევნები და ქვეყანას ჰყავს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება.

ეს არის ორმაგი სტანდარტი, სტანდარტი, რომელიც არ არის ცხადია მისაღები პარტნიორული ურთიერთობებისთვის და სტანდარტი, რომლის გაუმჯობესების და გამოსწორების გარეშე რა თქმა უნდა ვერ შედგება ვერანაირი პარტნიორობა“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics