20:30 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-01 18:11:30, 281 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - ამ ადამიანებს ყოველდღე უნდა დაუთმოს ეთერი არამხოლოდ „საზმაუმ“, არამედ ყველა ტელევიზიამ და ფართო საზოგადოებას ვაჩვენოთ ისინი

ჩვენ აუცილებლად გავხდებით ევროკავშირის წევრი, მაგრამ ამ მოღალატეებს და ფაშისტებს სამშობლოს არასდროს დავუთმობთ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან გუშინ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობაში განვითარებული მოვლენების შესახებ საუბრისას განაცხადა. 

კახა კალაძემ აღნიშნული ტელევიზიის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა. 

„საოცარი სცენარი იყო. რეალურად, ამ ადამიანებს ყოველდღე უნდა დაუთმოს ეთერი არა მხოლოდ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“, არამედ ყველა ტელევიზიამ და ფართო საზოგადოებას ვაჩვენოთ ისინი. არცერთი მათგანი დალაგებული არ არის. ამ ადამიანებს უნდათ ხელისუფლების ხელში ჩაგდება და ეს წარმოუდგენელია. რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, საოცრება იყო. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო იქ მომუშავე თითოეულ ჟურნალისტს, ადამიანს, რომ ღირსეულად მოიქცნენ. 

კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა ყველა მოქალაქეს, რომ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. ჩვენს ქვეყანაში იქნება მშვიდობა, აუცილებლად განვვითარდებით ეკონომიკურად და გავხდებით ევროკავშირის წევრი. ამის დროც მოვა, მაგრამ ამ მოღალატეებს და ფაშისტებს, რა თქმა უნდა, სამშობლოს არავითარ შემთხვევაში და არასდროს დავუთმობთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics