2024-12-01 01:40:11, 340 ნახვა
პოლიტიკა
სპეცრაზმი რუსთაველზე აქციას არბევს, დაშავებულები არიან არასრულწლოვნებიც
ახალგაზრდა კაცს სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები სასტიკად გაუსწორდნენ. "ექსპრესნიუსის" კორესპონდენტიც ცნობით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან 4 არასრულწლოვანი დააკავეს. მათ შორის 14 წლის მოზარდია.
ბლოგერი და აქტივისტი ბექა კვაჭანტირაძე აცხადებს, რომ არასრულწლოვანთა დაკავება მოხდა მის წინ. მისი ინფორმაციით, ერთ-ერთი არარსრულწლოვანი იყო 13 წლის მას სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენელმა თავში ქვა გაარტყა. რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა მოზარდი სასწრაფო დახმარების მანქანამდე მიიყვანეს.
მოზარდები ბარიკადებზე აბრახუნებდნენ, რა დროსაც გდდ-ის თანამშრომელმა ერთ არასრულწლოვანს ქვა ესროლა.
ამასთან სასწრაფო დახმარება დაჭირდა აქციის რამდენიმე მონაწილესაც.
ავტორი: ექსპრესნიუსი,