23:25 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-30 18:56:23, 321 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე აქციაზე - სამწუხაროდ, იყო ცალკეული ინციდენტები და ამ ყველაფერს შესაბამისი მოკვლევა დასჭირდება

არავის მიეცემა შესაძლებლობა, რომ „ნაცმაიდანი“ მოეწყოს საქართველოში,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების შესახებ მედიასთან ისაუბრა. 

კახა კალაძის თქმით, მოქალაქეებს პროტესტის გამოხატვა სხვადასხვა ფორმით შეუძლიათ, მაგრამ კატეგორიულად მიუღებელია პოლიციელების შეურაცხყოფა, ქვების, ბოთლებისა და „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლა.

„ცხადია, თუ საიდან იმართება ეს ყველაფერი. ეს არის გარე ძალებისგან მართული პროცესები, რომელსაც შიდა რადიკალური დაჯგუფებები ახორციელებენ. გუშინ და გუშინწინ ვიხილეთ ძალადობრივი აქცია, რომელიც კატეგორიულად მიუღებელია. ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გამოხატოს სხვადასხვა ფორმით, თუნდაც მიტინგით, მაგრამ ეს უნდა იყოს კანონის ფარგლებში. კატეგორიულად მიუღებელია პოლიციელების შეურაცხყოფა, მათთვის ქვების, ბოთლების სროლა. გუშინ საერთოდ საოცრება ვიხილეთ. როდესაც მიდიხარ და უბრალოდ მდგარ პოლიციელს აყენებ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ესვრი ქვებს, ბოთლებს, შემდეგ ამასაც არ ჯერდები და ისვრი „მოლოტოვის კოქტეილებს“ და პეტარდებს,  ეს უკვე შემდეგ იწვევს დაძაბულობას. სახელმწიფო ძალიან ძლიერია თავისი ინსტიტუციებით და არავის მიეცემა შესაძლებლობა, რომ „ნაცმაიდანი“ მოეწყოს საქართველოში“,- განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლების მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტების საკითხს, თბილისის მერის თქმით, ამ ყველაფერს შესაბამისი გამოძიება შეისწავლის. 

„სამწუხაროდ, იყო ცალკეული ინციდენტები, მაგრამ ყველაფერს თანმიმდევრულად უნდა მივყვეთ,  თუ როგორ ვითარდებოდა მოვლენები. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ძალიან მძიმე და შემაშფოთებელია რაც ვიხილეთ. ამ ყველაფერს შესაბამისი მოკვლევა და გადაწყვეტილების მიღება დასჭირდება“,- აღნიშნა კახა კალაძემ. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics