23:21 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-30 16:30:26, 385 ნახვა

პოლიტიკა
ხაზარაძე - სრულ სამოქალაქო დაპირისპირებასა და 90-იან წლებში დაბრუნებამდე რამდენიმე ნაბიჯია დარჩენილი

სულ რამდენიმე ნაბიჯია დარჩენილი სრულ სამოქალაქო  დაპირისპირებამდე და 90-იან წლებში დაბრუნებამდე!- ამის შესახებ „ძლიერი საქართვველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს.

ხაზარაძის განცხადებით, “ქვეყანაში შექმნილი უკიდურესად საშიში ვითარება სასწრაფოდ რეაგირებას და მყისიერ მოქმედებას საჭიროებს!“.

„ქვეყანაში შექმნილი უკიდურესად საშიში ვითარება სასწრაფოდ რეაგირებას და მყისიერ მოქმედებას საჭიროებს! რუსული სპეცოპერაციით მიტაცებული არჩევნები, ევროკავშირზე უარის თქმა, მოქალაქეების და განსაკუთრებით სამართლიანი პროტესტის არაადამიანური სისასტიკით დარბევა, ქვეყანას მიაქანებს  უკიდურესად დიდი საფრთხისკენ! სულ რამდენიმე ნაბიჯია დარჩენილი სრულ სამოქალაქო  დაპირისპირებამდე და 90-იან წლებში დაბრუნებამდე! -  ამის დაშვება არ შეიძლება, რადგან დავკარგავთ ქვეყანას და თაობებს, დავკარგავთ სახელმწიფოს, რომელიც საბოლოოდ ჩაბარდება რუსეთს, რაც კრემლის და საქართველოში მისი მარიონეტული მთავრობის დიდი ხნის მიზანი და ოცნებაა.

ამ კატასტროფის თავიდან ასაცილებლად საჭიროა:

1. სასწრაფოდ შეიკრიბოს არჩევნებში გამარჯვებული, ოთხივე ოპოზიციური კოალიციის ყველა დეპუტატი და დააფუძნოს სახალხო პარლამენტი, რომელშიც ასევე მონაწილეობას მიიღებენ საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები!

ამ ორგანომ, როგორც გამარჯვებული ხალხის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა, უნდა აიღოს პასუხისმგებლობა,  პირდაპირ ესაუბროს ევროკავშირს, წარმოადგინოს ქართველი ხალხის ნება და კონსტიტუციური მოთხოვნა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით;

მიავლინოს სპეციალური მისია ბრიუსელში, ევროინტეგრაციის პროცესის აღსადგენად და გასაგრძელებლად, რაც რუსეთის მარიონეტმა ხელისუფლებამ ქართველი ხალხის ნების და კონსტიტუციის დარღვევით შეწყვიტა!

2. აიღოს პასუხისმგებლობა სამოქალაქო პროტესტების მშვიდობიან მართვაზე, მთავარი მოთხოვნით - დაინიშნოს ახალი არჩევნები!

3. წარმოადგინოს დეტალური სამოქმედო გეგმა, შემდგომი ნაბიჯების განსახორციელებლად.  

“ძლიერი საქართველო”, მთელი თავისი რესურსით,  მზად არის ქვეყნის მასშტაბით იყოს ამ პროცესის დაგეგმვის და შესრულების ავანგარდში!“- წერს ხაზარაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics