00:34 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-30 13:54:13, 396 ნახვა

პოლიტიკა
ადვოკატი - ადამიანები დაკავებულები არიან და მათ სხვადასხვა დაზიანება და სისხლის კვალი აღენიშნებათ

თბილისის დროებითი მოთავსების ყველა იზოლატორი დაკავებულია.

პოლიცის თანამშრომლებს გუშინდელ საპროტესტო აქციაზე დაკავებული მოქალაქეები ოზილატორებში ამ წუთებშიც მიჰყავთ.

იზოლატორში მყოფი ადვოკატები, რომლებმაც აქციაზე დაკავებული მოქალაქეები მოინახულეს აცხადებენ, რომ მათ ფიზიკური ძალადობის კვალი აღენიშნებათ.

მედიის ინფორმაციით, დაკავებულები კახეთის იზოლატორშიც გადაჰყავთ.

მოქალაქეების სანახავად ადგილზე სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანიც მივიდა.

„იზოლატორში ვიდრე შეხვალ არის ძალიან დიდი რიგი, რადგან ადამიანები დაკავებულები არიან და მათ სხვადასხვა დაზიანებები და სისხლის კვალი აღენიშნებათ. როდესაც მათ გავესაუბრე მათ მითხრეს რომ მათზე მოხდა ფიზიკური ანგარიშსწორება. როდესაც ჩემი დაცვისქვეშ მყოფი უნდა მომენახულებინა, ვნახე რომ ადამიანი მანქანიდან ყვიროდა, რომ იყო ცუდად და რომ ჰქონდა ტვინის შერყევა, ეს რომ არ გამეგო მას ფანრებიც კი აუწიეს. მისი სახელი და გვარია ავთანდილ ტვიტვინიძე“,- განაცხადა იზოლატორიდან გამოსულმა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, შსს-ს თანამშრომლები სპეციალური საშუალებებით არბევდნენ მომიტინგეებს, დასდევდნენ მათ ქუჩებში და ფიზიკურად უსწორდებოდნენ. გავრცელებულ ვიდეომასალებში ჩანან დასისხლიანებული ადამიანები. 28-30 ნოემბერს, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე საერთო ჯამში, 150 პირი პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 და 173-ე მუხლებით დააკავეს.

ამასთან, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353 -ე პრიმა და 187-ე მუხლის მეორე ნაწილებითაც მიმდინარეობს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ასევე გამოძიება დაწყებულია სამართალდამცავების მხრიდან აქციის მონაწილეების და მედიასაშუალების წარმომადგენლების მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გამოძიება დაიწყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics