|
2016-02-29 16:55:31, 732 ნახვა
სამართალი
არასამთავრობოებმა ევა გოცირიძეს გასაუბრებაზე 0 და 1 ქულა დაუწერეს
ევა გოცირიძეს მოხვედრას ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის 5 კანდიდატს შორის არასამთავრობოები აპროტესტებენ. კომისია მთავრობას ევა გოცირიძის, ანა დოლიძის, გიორგი ბადაშვილის, ნანა მჭედლიძისა და ალექსანდრე ბარამიძის კანდიდატურებს სთავაზობს. ხუთი კანდიდატიდან მთავრობა, სამს შეარჩევს, მათგან კი ერთს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატები შემოდგომაზე დაამტკიცებენ. ევა გოცირიძეს მოხვედრას 5 კანდიდატს შორის "ახალგარზდა იუტრისტა ასოციის" ხელმძღვანელი ანა ნაცვლიშვილი აპროტესტებს, რომელიც თავად იყო ამ კომისიის წევრი. როგორც ნაცვლიშვილმა განმარტა, ევა გოცირიძეს მაღალი შეფასებები მხოლოდ ხელისუფლების წევრებმა დაუწერეს, არასამთავრობოებმა კი მას 0 და 1 ქულა მიანიჭეს. „გუშინ მოხდა სრული თვითლუსტრაცია, როდესაც აღმასრულებელი, ასევე საპარლამენტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ძალიან მაღალი შეფასებები მისცეს კანდიდატ გოცირიძეს. მათ ამით სრულად გაიზიარეს ის პასუხისმგებლობა, რომელიც მას აკისრია, როგოც საბჭოს წევრს, იმ უპასუხისმგებლო და უკანონო მოქმედებების გამო, რომელმაც სასამართლო სისტემა შეიყვანა ჩიხში. სწორედ ეს აჩვენებს, რომ ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად კი არ მოქმედებდნენ საბჭოს წევრები, არამედ ისინი ასრულებდნენ როგორც ჩანს და როგორც ჩვენ ვამბობდით დავალებას და ამ დავალების შესრულება მათ კარგად უნდა დაუფასდეს“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა. მისივე თქმით, არასამთავრობოები ევა გოცირიძის კანდიდატურას მკაცრად გააპროტესტებენ და საჭიროების შემთხვევაში ეს პროტესტი საქართველოს ფარგლებსაც გასცდება. „ძალიან მინდა დავიტოვო იმედი, რომ ეს ამბავი არ გასცდება საქართველოს ფარგლებს და არ გახდება საჭირო ასამბლეისთვის მიმართვა სამოქალაქო საზოგადოების სახელით“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა. ევა გოცირიძის კანდიდატურას, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილიც აპროტესტებს. როგორც ხატიაშვილი აცხადებს იმ შემთხვევაში თუ საქართველოს მთავრობა გოცირიძის კანდიდატურას შეარჩევს, მაშინ ის ევროპის საბჭოში შიმშილობას დაიწყებს.
კობახიძე - გულწრფელად ვულოცავ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას
ფაშინიანის "სამოქალაქო კონტრაქტის" ეგზიტპოლით, მათი პარტია არჩევნებში 56.7%-ით იმარჯვებს
სომხეთში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა
მაღალი აქტივობა: სომხეთში ამომრჩეველთა აქტივობამ საღამოს 5:00 საათის მონაცემებით თითქმის 49% შეადგინა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)