07:33 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-29 16:45:49, 727 ნახვა

საზოგადოება
ლევან ვასაძე: სკოლებში სამოქალაქო - ე.წ. განათლების ვაი საგნებია დანერგილი

ბიზნესმენი ლევან ვასაძე სამოქალაქო განათლების შემდეგ საგნებს - "სამოქალაქო განათლება", "სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება",  "საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება"  "ვაი საგნებს" უწოდებს.

"საერთოდ საგანი "მე და საზოგადოება" უფრო დიდი პროგრამის ნაწილია, რომელიც  ე.წ. საზოგადოებრივი მეცნიერებებისა და სამოქალაქო განათლების სახელს ატარებს და რომელიც წლიდან წლამდე მინისტრიდან მინისტრამდე ინერგება ჩვენს სკოლებში და აჩოჩებს და ავიწროებს ნამდვილად აკადემიურ განათლებას. უკვე დანერგილია სამოქალაქო ე.წ. განათლების ისეთი ვაი საგნები, როგორიცაა სამოქალაქო განათლება, ორი საათი მეცხრე კლასში  და სამი  საათი მეათე კლასში. სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება, საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება და.ა.შ . ეს საათები იგეგმება ისეთი სასიცოცხლო საგნების ხარჯზე, როგორიცაა მათემატიკა, ქიმია, ბიოლოგია,  სპორტი და სხვა",-განაცხადა ლევან ვასაძემ.

ცნობისთვის, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის  ინფორმაციით, საგანს საბოლოო ჯამში საზოგადოებრივი მეცნიერების საფუძვლები დაერქმევა:

„ის სტანდარტი, რომლზედაც ვმუშაობდით მე-3 მე-4 კლასელებისთვის, იქიდან ეს საკითხები მთლიანად ამოვა და ამ საგანს საბოლოო ჯამში დაერქმევა საზოგადოებრივი მეცნიერების საფუძვლები, რომელიც იქნება ის საბაზო განათლება საზოგადოებრივი მეცნიერების კუთხით, რომელიც ნამდვილად გადაუდებლად გვჭირდება. ამჯერად მესამე, მეოთხე კლასში, მაგრამ ჩვენ თუ გადავხედავთ ქვეყნების გამოცდილებას, ამ ქვეყნებს საზოგადოებრივი მეცნიერებები დანერგილი აქვთ სკოლამდელი განათლების ნაწილიდან“,-განაცხადა თამარ სანიკიძემ და დასძინა, რომ უცხო ქვეყნების და საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებებს რომლებსაც მე-3, მე-4 კლასში ნერგავენ „არაფერი საერთო არ აქვთ იმ ტყუილთან, ცილისწამებასთან, რაც რამდენიმე ადამიანის მხრიდან გაჟღერდა“, - აღნიშნა  განათლების მინისტრმა მთავრობის ერთ-ერთი  სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

შეგახსენებთ, შექმნილია პეტიცია, რომელიც სკოლებში  „ეროვნული იდენტობის შეურაცხმყოფელი საგნების არდაშვებას“ ითხოვს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics