11:30 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-29 16:47:57, 422 ნახვა

საზოგადოება
მეუფე საბა - ილია მართალი წერდა: „ჩვენს ქვეყანას ევროპული გამოცდილება, მეცნიერება და განათლება სჭირდება!“ - ამის დაცვას თაობები შეეწირა

ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში ილია მართალი წერდა - „ჩვენს ქვეყანას ევროპული გამოცდილება, მეცნიერება და განათლება სჭირდება!” ეს სიტყვები კი, იმ უწმინდეს ანდერძს წარმოადგენს, რომლის დაცვასაც თაობები შეეწირა,- ასე ეხმაურება ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მეუფე საბა ინკირველი მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც "ქართული ოცნება" 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს არ დააყენებს.

როგორც მეუფე საბა აღნიშნავს, "ეს არის ჩვენი წინაპრების მიერ არჩეული გზა, რომლიდან გადახვევა არაფერს სასიკეთოს არ მოგვიტანს“.

"ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში ილია მართალი წერდა - „ჩვენს ქვეყანას ევროპული გამოცდილება, მეცნიერება და განათლება სჭირდება!” ეს სიტყვები კი, იმ უწმინდეს ანდერძს წარმოადგენს რომლის დაცვასაც თაობები შეეწირა! 

ჩვენ სამშობლოს სხვა გზა არ ჰქონია, არ აქვს და არ ექნება, ეს არის ჩვენი წინაპრების მიერ არჩეული გზა, რომლიდან გადახვევა არაფერს სასიკეთოს არ მოგვიტანს. ჩვენ ვართ ნაწილი ამ უდიდესი ცივილიზაციისა და კულტურის, ჩვენ ვართ აღმოსავლეთში ევროპის ნამდვილი კარიბჭე და ჩვენ, არათუ მის გარეთ დგომა, არამედ მასში ყოფნა და მის სრულფასოვან წევრად მყოფობა გვევალება, მითუმეტეს, რომ ამას ამყარებს ჩვენი სახელმწიფოს კონსტიტუცია და მისი წყარო ქართველი ხალხი! 

ჩემის მხრივ, ვემიჯნები ყოველგვარ ძალადობას ყველა მხრიდან, არ აქვს მნიშვნელობა, ვისგან მოდის იგი, ძალადობა იმსახურებს დაგმობას! 

მე, როგორც მღვდელმთავარი და ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე, თავს მოვალედ მივიჩნევ, აღვიმაღლო ხმა და ვთქვა რომ საქართველოს სახელმწიფო იმსახურებს ნათელ, ევროპულ მომავალს, რომელიც უპირველესად გადის კონსტიტუციის დაცვაზე და რომლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფოს მიზანს წარმოადგენს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია! უფალმა დაამშვიდოს ჩვენი ქვეყანა და მომადლოს მას წყალობა! ამინ",- წერს მეუფე საბა.

შეგახსენებთ, გუშინ, 28 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი დღის წესრიგში არ დადგება.

კობახიძის აღნიშნული განცხადების შემდეგ, საქართველოს დედაქალაქი და სხვა დიდი ქალაქები საპროტესტო აქციებმა მოიცვა.

თბილისში მოქალაქეები თავდაპირველად „ქართული ოცნების“ ოფისთან, შემდეგ კი, პარლამენტთან შეიკრიბნენ.

რუსთაველის გამზირზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. თავდაპირველად, მოქალაქეებსა და სამართალდამცველებს შორის იყო როგორც სიტყვიერი, ისე ფიზიკური დაპირისპირება. მოგვიანებით, სამართალდამცველებმა პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს. მალევე, წყლის ჭავლის გამოყენება და მომიტინგეების დაშლა დაიწყეს.

დაშავდა ათობით ადამიანი, მათ შორის მედიის წარმომადგენლები: ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი გურამ როგავა, „პუბლიკის“ ჟურნალისტი ალექსანდრე ქეშელაშვილი, „TV პირველის“ ჟურნალისტი ანა მდივანი და ოპერატორი ნიკო კოკაია და ა.შ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, პოლიციამ აქციაზე 43 პირი დააკავა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ალბი კორძაიას პოსტის საფუძველზე შსს-მ გამოძიება გაუპატიურების მუხლით დაიწყო
ზუგდიდში ჯიჭონაიების შვიდ სულიან ოჯახს ასახლებენ, ადგილზე ხმაურია - ვიდეო
„გააცოცხლე“ - თიბისელების ახალი გარემოსდაცვითი ინიციატივა
ავიაკომპანია „ლუფთჰანზამ“ 20 000 რეისი გააუქმა ავიასაწვავის ფასების ზრდის გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics