2024-11-29 13:22:03, 336 ნახვა
პოლიტიკა
ნაუსედა - ლიეტუვა მტკიცედ დგას საქართველოს ხალხისა და მათი ევროპული ოცნების გვერდით!
ლიეტუვა მტკიცედ დგას საქართველოს ხალხისა და მათი ევროპული ოცნების გვერდით! - ამის შესახებ ლიეტუვას პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
ნაუსედა ქართველ ხალხს ევროპული გზის შესანარჩუნებლად, გამბედაობას უსურვებს.
„ლიეტუვა მტკიცედ დგას საქართველოს ხალხისა და მათი ევროპული ოცნების გვერდით. გისურვებთ ძალას და გამბედაობას საქართველოს ევროპული გზის შესანარჩუნებლად. საქართველო ეკუთვნის ევროპას“,- წერს ნაუსედა.
შეგახსენებთ, გუშინ, 28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაახმოვანა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დადგება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,