2024-11-29 03:26:33, 356 ნახვა
პოლიტიკა
აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე ბარიკადები აღმართეს და ცეცხლი წაუკიდეს [ვიდეო]
თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ბარიკადები აღმართეს და ცეცხლი წაუკიდეს.
აქციის მონაწილეებმა ბარიკადებისთვის ნაგვის ურნები და ხის კონსტრუქციები გამოიყენეს.
მანამდე, სპეციალური დანიშნულების რაზმმა მომიტინგეების დაშლა დაიწყო. რამდენჯერმე გამოიყენეს წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი.
არიან დაშავებულებიც, რომლებსაც პირველად დახმარებას ადგილზე მობილიზებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები უწევენ.
დაშავებულთა შორის არიან მედიის წარმომადგენლებიც.

შეგახსენებთ, საპროტესტო აქციის მონაწილეები აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დადგება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,