07:33 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-29 15:49:11, 600 ნახვა

საზოგადოება
ალექსი პეტრიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

პოლიტიკოსი, ალექსი პეტრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობას განაგრძობს. "თავისუფალი დემოკრატების" გენერალური მდივანი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ექიმების თქმით, ალექსი პეტრიაშვილი მხოლოდ იმიტომ რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, რომ ექიმებმა კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში, მასზე დაკვირვება უნდა განახორციელონ.

როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, ავთანდილ იმედაძე აცხადებს, მეორე ოპერაციის შემდეგ, რომელიც შაბათს გვიან ღამით ჩაუტარდა, პეტრიაშვილის მდგომარეობა ამ დროისთვის გაუმჯობესებულია.

ამასთანავე ექიმები აცხადებენ, რომ პეტრიაშვილი არის კონტაქტური და ის მზად არის სამართალდამცავებმა დაკითხონ.

"მისი მდგომარეობა, გვაძლევდა იმის შესაძლებლობას, რომ დაკითხულიყო, მაგრამ უეცარმა დაწყებულმა ტკივილმა, რა თქმა უნდა ამის შესაძლებლობა გადასწია. დღეისთვის, ვიცი, რომ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელი აპირებს მოსვლას. ჩვენი შეფასებით, ეს შეხვედრა პრობლემას არ წარმოადგენს. სამართალდამცავები გვიკავშირდებიან და ჩვენ მზად ვართ, რომ ხელი შევუწყოთ და მისი დაკითხვის შესაძლებლობა მივცეთ", - განაცხადა ავთანდილ იმედაძემ.

შეგახსენებთ,  26 თებერვალს, თბილისში, საბურთალოს რაიონში, უცნობმა პირებმა ალექსი პერტიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორივე ქვედა კიდური დაუზიანეს. მომხდარის შესახებ შეტყობინება გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში ახლომდებარე საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრები მოქალაქისგან შევიდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. შემთხვევა საბურთალოს პანთეონის ძმათა სასაფლაოს ტერიტორიაზე მოხდა.

უკვე მეოთხე დღეა ალექსი პეტრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება. ამ დროის განმავლობაში, მას ორი ოპერაცია ჩაუტარდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics