2024-11-28 21:46:44, 367 ნახვა
პოლიტიკა
იუკნევიჩიენე - ნიღბები საბოლოოდ მოიხსნა - 12 წლის მანძილზე ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ კრემლის პოლიტიკას ატარებდნენ
ნიღბები საბოლოოდ მოიხსნა,- ამის შესახებ ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
მისი თქმით, 12 წლის მანძილზე „ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ კრემლის პოლიტიკას ატარებდნენ“.
„12 წლის მანძილზე ივანიშვილი და "ქართული ოცნება" კრემლის პოლიტიკას ატარებდნენ, იგნორირებას უკეთებდნენ ევროკავშირისკენ და ნატოსკენ მისწრაფებებს. მაგრამ რას ფიქრობს ქართველი ხალხი? ნამდვილად სურთ მათ რუსეთთან დარჩენა?“- წერს იუკნევიჩიენე.
შეგახსენებთ, დღეს, 28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაახმოვანა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დადგება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,