03:12 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-28 20:33:12, 423 ნახვა

პოლიტიკა
ბოკერია - თუ ვინმეს ჰქონდა ილუზია, რომ ივანიშვილის ხელისუფლებაში დარჩენა არ გამორიცხავს ევროპულ მომავალს, თვალი უნდა აეხილოს

თუ ვინმეს კიდევ ჰქონდა ილუზია, რომ ივანიშვილის ხელისუფლებაში დარჩენა არ გამორიცხავს ჩვენს ევროპულ მომავალს, ახლა თვალი უნდა აეხილოს,- ასე ეხმაურება „ფედერალისტების“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია ევროკავშირთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას.

ბოკერიას განცხადებით, „ივანიშვილის რეჟიმის შეცვლის გარეშე, საქართველოს თავისუფალ სამყაროში დაბრუნება, საქართველოს სუვერენიტეტის, სახელმწიფოებრიობის, თავისუფლების, უსაფრთხოების უზრუნველყოფა ვერ მოხდება“.

მისივე თქმით, „დღევანდელი განცხადება ამ რეალობასთან, ანუ სახელმწიფოებრიობის დაკარგვის პერსპექტივასთან შეგუებისკენ მიმართული უტიფარი ნაბიჯია ამ ხელისუფლების მხრიდან“.

„თუ ვინმე გონიერ, პატრიოტ მოქალაქეს ჯერ კიდევ ჰქონდა ილუზია, რომ ივანიშვილის ხელისუფლებაში დარჩენა არ გამორიცხავს მთლიანად, ჩვენს დასავლურ, ევროპულ, ანუ ქართულ მომავალს და ჩვენი სახელმწიფოებრიობის გადარჩენას, ახლა თვალი უნდა აეხილოს. 

ჩვენი საზოგადოების ამოცანაა, ამის გარშემო დიდი უმრავლესობის კონსენსუსის შეკვრა, რაც აუცილებელი პირობაა ამ ხელისუფლების დასამარცხებლად“,- აცხადებს ბოკერია.

შეგახსენებთ, დღეს, 28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაახმოვანა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დადგება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics