21:03 - 23 Apr, 2026
|
2024-11-26 11:36:31, 631 ნახვა
მსოფლიო
წითელ ზღვაში საკრუიზო გემი ჩაიძირა - 17 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა
წითელ ზღვაში, ეგვიპტის კურორტ მარსა-ალამთან საკრუიზო გემი ჩაიძირა. ამის შესახებ ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. მედიის ცნობით, ბორტზე 34 ტურისტი და ეკიპაჟის 14 წევრი იმყოფებოდა, მათგან 28 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა, 17 კი დაკარგულად მიიჩნევა. ეგვიპტის სანაპირო დაცვა დაკარგულების მოსაძებნად სამაშველო ოპერაციას ამ დრომდე აგრძელებს. როგორც „ეხო კავკაზა“ წერს, ოთხგემბანიანი იახტა Sea Story წითელ ზღვაში, ხუთდღიან კრუიზში იმყოფებოდა. გემმა კატასტროფის სიგნალი, ადგილობრივი დროით, დაახლოებით, 05:30 საათზე გასცა. ავარიის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია, თუმცა მედიის ინფორმაციით, ბოლო დღეებში წითელ ზღვაზე ძლიერი ღელვა და ქარი იყო.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)