05:52 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-25 12:03:13, 457 ნახვა

პოლიტიკა
XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიხსნა [ვიდეო]

საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიხსნა.

პლენარული სხდომა ზუსტად 12:00 საათზე დაიწყო.

სხდომას საკანონმდებლო ორგანოს უხუცესი წევრი ლადო კახაძე უძღვება.

სესიას „ქართული ოცნების“ 89-ვე დეპუტატი, მათ შორის საპარლამენტო სიის პირველი ნომერი ბიძინა ივანიშვილიც ესწრება.

რაც შეეხება ოპოზიციას, სხდომათა დარბაზში არცერთი ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი არ იმყოფება.

პარლამენტი დღეს კენჭს უყრის პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების საკითხს, აირჩევს პარლამენტის თავმჯდომარეს, მის პირველ მოადგილეს და მოადგილეებს, ასევე კომიტეტების თავმჯდომარეებს.

პარალელურად, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია იმართება. 

აღსანიშნავია, რომ ახალი მოწვევის პარლამენტის პირველ პლენარულ სხდომას არ ესწრებიან საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, რომლებსაც აღნიშნულ სხდომაზე დასასწრებად მოსაწვევები არ მიუღიათ. 

პირველ სხდომას არაკონსტიტუციურს უწოდებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. 









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics