08:43 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-22 20:38:01, 392 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - პარლამენტის სხდომის პარალელურად შეიკრიბება რამდენიმე ათასი ადამიანი, მაგრამ სხდომაც ჩატარდება და ქვეყანაც განვითარდება

პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად შეიკრიბება რამდენიმე ასეული თუ ათასი ადამიანი, ათასგვარ შეძახილს არ დაიშურებენ, ეს კინო ბევრჯერ ვნახეთ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, პარლამენტის პირველი სხდომაც ჩატარდება და ქვეყანაც განვითარებას განაგრძობს.

„ის რა „ნაცია“, პირველი სხდომის პარალელურად საკუთარი სახელი თუ სხვას არ დაუძახა. ასე იქნება, პირველი სხდომის პარალელურად ათასგვარ შეძახილს არ დაიშურებენ. ეს ჩავლილი ამბავია. ეს კინო ბევრჯერ ვნახეთ. უკვე იმდენად არასარიოზულია, ალბათ ამაზე რეაქციაც არ უნდა გვქონდეს. დიახ, შეიკრიბება რამდენიმე ასეული თუ ათასი ადამიანი, მაგრამ ქვეყანა ვითარდება, ჩვენ წინ მივდივართ. ვართ უფრო მყარად, ვიდრე 2020 წელს ვიყავით, ვართ უფრო თავისუფლები ეროვნულ, დამოუკიდებელ ქმედებებში, ვიდრე 2020 წელს ვიყავით.

ამის გამხელა დღეს უკვე შეიძლება. ამიტომ არის უფრო დაბალი და გაცილებით, შეუდარებლადაც კი დაბალი მუხტი, ვიდრე 2020 წელს იყო, მაშინ 2% იყო გაყალბებული, მათთვის რომ გეკითხათ, დღეს 300 ათას ხმაზე მეტია, მათ რომ ვკითხოთ. ამ არასერიოზულ ნარატივში გვიწევს ჩვენ შეყოლა, ამიტომ არის, რომ ჩვენ ირონია შეიძლება, ხშირად არ გვსიამოვნებდეს, მაგრამ ირონიის გარეშე ამ საკითხებზე ვერ ვსაუბრობთ, რა 300 ათასი ხმა? ამის გამპროტესტებლები იქნებიან პირველი სხდომის პარალელურად. პირველი სხდომაც ჩატარდება და ქვეყანაც განვითარებას განაგრძობს“,- განაცხადა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics