|
2016-02-29 10:08:37, 594 ნახვა
სამართალი
შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ნარკოტიკები ამოიღო
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1993 წელს დაბადებული ნიკა ქ. თბილისში, დიღმის მასივში დააკავეს. "სამართალდამცველებმა, ნიკა ქ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, „ა-კა-ემ-ეს“-ის მოდელის 2 არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, „ა-კა-ემ“-ის მოდელის არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, „ნაგანის“ სისტემის 2 რევოლვერი, „ჩე-ზე“-ს მოდელის პისტოლეტი, „კოლტის“ მოდელის პისტოლეტი, „Ortgies“-ის მოდელის პისტოლეტი, 282 საბრძოლო ვაზნა და 4 მასრა ამოიღეს. დაკავებულის ბინის ჩხრეკისას ასევე ამოღებულია 1,37 გრამი გამომშრალი მარიხუანა და 0,0635 გრამი ნარკოტიკული საშუალება კოკაინის მარილი, რომელიც შეიცავს ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას",-აცხადებენ შსს-ში. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 260-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით).
კობახიძე - გულწრფელად ვულოცავ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას
ფაშინიანის "სამოქალაქო კონტრაქტის" ეგზიტპოლით, მათი პარტია არჩევნებში 56.7%-ით იმარჯვებს
სომხეთში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა
მაღალი აქტივობა: სომხეთში ამომრჩეველთა აქტივობამ საღამოს 5:00 საათის მონაცემებით თითქმის 49% შეადგინა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)