09:46 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-20 07:04:49, 342 ნახვა

პოლიტიკა
საპროტესტო აქციამ მელიქიშვილის გამზირზე გადაინაცვლა , პოლიციის დიდმა ნაწილმა გამზირი დატოვა

საპროტესტო აქციამ მელიქიშვილის გამზირზე გადაინაცვლა - ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულია პოლიციაც. აღსანისნავია, რომ სამართალდამცავების დიდი ნაწილი ადგილიდან გაიყვანეს, რასაც აქციის მონაწილეები ოვაციებითა და ტაშით შეხვდნენ.

მელიქიშვილის გამზირზე ამ დროისთვის პოლიციელების მხოლოდ ერთი ზოლი რჩება, რომლებსაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისკენ მიმავალი გზა გადაკეტილი აქვთ.

არანაირი ინტერესი არ გვაქვს ამათთან ხელჩართულ ჩხუბში ჩავებათ, ამიტომ გადავიწევით მელიქიშვილზე. თუ მოვლენ, კიდევ გადავიწევით, დღეს დილით რაც გავაკეთეთ, იმავეს გავაკეთებთ, მოვლენ - კიდევ გავიწევით. მერე რას შვრებიან?" - თქვა  კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ 

პოლიციელებმა აქციის მონაწილეებისგან ჭავჭავაძის გამზირიდან გაწმენდა გამთენისას 06:00 საათზე დაიწყო. პოლიციელებმა აქციის მონაწილეებს 15 წუთიანი ვადა მისცეს დასაშლელად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი გააფრთხილეს, რომ შესაბამის ზომებს მიიღებენ სავალი გზის გასათავისუფლებლად.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics