10:57 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-19 13:07:59, 338 ნახვა

პოლიტიკა
ვაშაძე - პოლიციელებო, გთხოვთ, გადახვიდეთ ტროტუარზე - ნუ კეტავთ გზას, მოქალაქეებს პრობლემას ნუ უქმნით გადაადგილებაში [ვიდეო]

პოლიციელებო, გთხოვთ გადახვიდეთ ტროტუარზე, ნუ კეტავთ გზას, მოქალაქეებს პრობლემას ნუ უქმნით გადაადგილებაში,- ასე მიმართა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ მელიქიშვილის გამზირზე მყოფ სამართალდამცავებს.

ვაშაძის განცხადებით, მოქალაქეების კანონიერი მოთხოვნაა, რომ მელიქიშვილის გამზირზე გაიარონ.

"რას აკეთებთ? რატო დგახართ? რატომ კეტავთ გზას? შეგიძლიათ გვითხრათ?  პოლიციას გზის გადაკეტვის უფლება აქვს თუ ისიც პროტესტს გამოხატავს, მაგრამ თუ ტყუილად  კეტავს გზას და უშლის ხელს ადამიანებს გადაადგილებაში, მაშინ უნდა გადავიდეს  ტროტუარზე, ან  როგორც თქვენი უფროსები მოკალათდნენ მანქანებში, მაშინ თქვენც ჩასხედით მანქანებში - რატო იყინავთ თავს. რას აპროტესტებთ? მელიქიშვილი ხომ თქვენ გაქვთ დაკეთილი, ჩვენ ხომ არ გვქავს დაკეტილი. მოქალაქეების კანონიერი მოთხოვნა არის, რომ მელიქიშვილზე გავიაროთ. პოლიციელებო, გთხოვთ გადახვიდეთ ტროტუარზე, ნუ კეტავთ გზას, მოქალაქეებს პრობლემას ნუ უქმნით გადაადგილებაში. აქ გზას ტყუილად ნუ კეეტავთ",- მიმართა ვაშაძემ პოლიციას.

შეგახსენებთ, დღეს, 19 ნოემბერს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც რამდენიმე საათი უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობდა, სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა აქცია დაშალეს.

პოლიციამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია ასევე გაათავისუფლა აქციის მონაწილეების კარვებისგან, ადგილზე განთავსებული მანქანები კი, ევაკუატორის საშუალებით გაიყვანეს.

აღნიშნულის შემდეგ, მელიქიშვილის გამზირზე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი დააკავეს.

აღსანიშნავია, რომ ჭავჭავაძის გამზირზე კარვების გაშლა 17 ნოემბერს დაიწყეს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარედ პროტესტის აღნიშნული ფორმა 18 ნოემბრის 20:00 საათამდე უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა გუშინ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ აქციის მონაწილეები, რომლებიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ, პროტესტს თსუ-ს მიმდებარედ გააგრძელებდნენ.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი 19 წლის შემდეგ პირველად სამხედრო ტექნიკის გარეშე გაიმართება
WSJ: ტრამპმა ირანის გრძელვადიანი ბლოკადისთვის მზადების ბრძანება გასცა
მეფე ჩარლზი აშშ-ის კონგრესისადმი: უკრაინის მხარდაჭერის ურყევი ვალდებულებაა საჭირო
საქართველო და სომხეთი 2029 წელს FIFA-ს U20 მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics