10:56 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-19 12:44:18, 305 ნახვა

პოლიტიკა
გორდულაძე ოპოზიციაზე - ეს ადამიანები ჩვეულებრივი ჯაშუშები არიან, რომლებიც ისტორიაში შევლენ ისე, როგორც შევიდა - ორჯონიკიძე, შადიმან ბარათაშვილი, ყორღანაშვილი

საზოგადოება ძალიან კარგად აფასებს და ხედავს თუ როგორია „ნაციონალური მოძრაობის“ კლასტერში შემავალი 4 პარტიის  ქმედებები, რა განცხადებებით გამოირჩევიან ისინი და არ უნდა გაუკვირდეს, მათ შორის, არც ეს წერილი, სადაც პირდაპირ, ღიად, საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ,  საკუთარი ქვეყნის იმიჯის გაშავების, რაც ყველაზე  უფრო მძიმეა,  სუვერენიტეტის გაუქმებით, თითქოს უცხოეთიდან ვინმემ არჩევნები უნდა ჩაგვიტაროს, ვინმემ გამოძიება უნდა მოაწყოს ან ხელისუფლება უნდა დაგვინიშნოს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.  

გორდულაძის განცხადებით, "რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები  ჩვეულებრივი ჯაშუშები არიან, ჯაშუშები, რომლებიც ისტორიაში შევლენ ისე, როგორც  შევიდა ისტორიაში - ორჯონიკიძე, შადიმან ბარათაშვილი, ყორღანაშვილი და ისტორია შეაფასებს მათ ნამოქმედარს". 

„ეს ყველაფრის საზოგადოებას არ უნდა გაუკვირდეს, იმიტომ რომ, როდესაც ღიად ასეთ რამეებს აკეთებდნენ წარმოიდგინეთ კულისებში როგორ დადიოდნენ კარდაკარ ეს ადამიანები, როგორი ითხოვდნენ ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ ყველაფერს, ყველაფერ მავნებლურს  ეს ადამიანები ჩვეულებრივი ჯაშუშები არიან, ჯაშუშები, რომლებიც ისტორიაში შევლენ ისე, როგორც  შევიდა ისტორიაში - ორჯონიკიძე, შადიმან ბარათაშვილი, ყორღანაშვილი და ისტორია შეაფასებს მათ ნამოქმედარს. მათ ქმედებებს გამოძიებაც კი არ სჭირდება, იმდენად ცხადია, იმდენად მოღალატეობრივია, იმდენად ჯაშუშობრივია,  შესაბამისად საზოგადოება ყოველთვის გასცემს მათ სათანადო პასუხს, ისევე როგორც,  26 ოქტომბერს გასცა და არ უნდა უკვირდეთ, წესით, როდესაც ასეთი მოღალატეობრივი სახელების და გვარების მქონეა ადამიანები, როგორიც არის ხაზარაძე, როგორიც არის მაგალითად ბოკუჩავა, გვარამია, თუ ბერდია სიჭინავა - გახარიას ტანდემი, რომლებიც ისევ და ისევ ისტორიაში შევლენ, როგორც ორჯონიკიძეები, როგორც შადიმან ბარათაშვილები, ამ ადამიანებს, რომ არავითარი პოლიტიკური მომავალი არ შეიძლება ჰქონდეთ და არც აქვთ ჩვენს ქვეყანაში გასაკვირი ნამდვილად არ არის“,- განაცხადა არჩილ გორდულაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი 19 წლის შემდეგ პირველად სამხედრო ტექნიკის გარეშე გაიმართება
WSJ: ტრამპმა ირანის გრძელვადიანი ბლოკადისთვის მზადების ბრძანება გასცა
მეფე ჩარლზი აშშ-ის კონგრესისადმი: უკრაინის მხარდაჭერის ურყევი ვალდებულებაა საჭირო
საქართველო და სომხეთი 2029 წელს FIFA-ს U20 მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics