|
2016-02-28 10:40:03, 1241 ნახვა
სხვადასხვა
შსს-ს თანამშრომლებს ლიტველმა ექსპერტებმა კიბერდანაშაულის საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარეს
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, შსს-ს აკადემიის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს, პროექტის „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პოლიციის სფეროში თანამშრომლობა“ ფარგლებში, კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე ლიტველმა ექსპერტებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ხუთდღიანი ტრენინგი ჩაუტარეს. სწავლებაზე ციფრული მტკიცებულების ძებნა-ამოღება-დამუშავების, ბავშვთა პორნოგრაფიის და ონლაინ ფინანსური მაქინაციების გამოძიების, ინტერნეტ პროვაიდერებს შორის თანამშრომლობის, სამართალდამცავ ორგანოებს შორის გამოცდილების გაზიარების და ევროპოლთან ურთიერთობის საკითხები განიხილეს. ტრენინგზე ასევე WEB ტექნოლოგიების დანერგვის და კიბერდანაშაულის გამოძიების დროს მათი ეფექტურად გამოყენების შესახებ იმსჯელეს. პროექტის „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პოლიციის სფეროში თანამშრომლობა“ მიზანია ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და გამოცდილების გაზიარება. ტრენინგის დასასრულს, ყველა მონაწილეს შესაბამისი სერთიფიკატი გადაეცა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)