11:59 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-18 00:19:23, 559 ნახვა

პოლიტიკა
სხვადასხვა ხიდებზე და თსუ-სთან ბანერები გადმოკიდეს - დედაქალაქის ცენტრი პარალიზებულია

თავისუფლება ავიღოთ ხელში - ამ შინაარსის ბანერი დაკიდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში სტუდენტებმა. ახალგაზრდების დიდი ნაწილი თსუ-სთან ღამეს ათევს და გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებს. 

ამასთან, სხვადასხვა შინაარსის ბანერები გადმოფინეს თბილისში, რამდენიმე ხიდთან.  ბანერებზე წერია. ნება მოპარულია", "ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი", "ნებამ გაჟონა". 

სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან კარვების გაშლის შედეგად, სატრანსპორტო მოძრაობა რამდენიმე მიმართულებით არის პარალიზებული.

კერძოდ, საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია ადგილზე არსებული გზაჯვარედინის ყველა მხარეს - ავტომანქანები ვეღარ გადაადგილდებიან ვერც ვარაზისხევზე, ვერც მელიქიშვილის გამზირზე და ვერც ვარაზისხევიდან კეკელიძის ქუჩისა და ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით.

ოპოზიციამ თსუ-სთან 24-საათიანი აქცია დააანონსა, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია გადაიკეტა . ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდი ბრიტანეთი სამხედრო ბანკის შექმნას გეგმავს
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 84 პირი დააკავა
ონლაინ პლადფორმა „ისურვე“ გამოწერ ნივთებს აგვიანებს, ან თანხებს არ აბრუნებს, პლადფორმა გააფრთხილეს
თიბისის მხარდაჭერით „ქოლგა თბილისი ფოტო“ 25-ე საიუბილეო წელს აღნიშნავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics