11:56 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-17 15:16:37, 399 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია კუბილიუსი და რასა საინტერესო არ არის

კუბილიუსი და რასა არ არის საინტერესო, მათთან თანამშრომლობის რესურსი პრაქტიკულად არის მთლიანად ამოწურული და ეს არის მათი მოქმედებების შედეგი,-  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის თქმით, ევროკავშირში ინტეგრაცია არის საქართველოს უმთავრესი საგარეო  პოლიტიკური პრიორიტეტი და ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ეს ამოცანა შესრულდეს.

"კუბილიუსი და რასა არ არის საინტერესო, მათთან თანამშრომლობის რესურსი პრაქტიკულად არის მთლიანად ამოწურული და ეს არის მათი მოქმედებების შედეგი. რაც შეეხება, ზოგადად, ევროკავშირთან თანამშრომლობას, ყველაფერი მიდის ისე, როგორც გვქონდა გათვლილი. დასრულდა ერთი არჩევნები საქართველოში, დასრულდა მეორე არჩევნები ამერიკის შეერთებულ შტატებში, დასრულდა ზუსტად ისე, როგორც ეს წაადგება საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გადატვირთვას.

ახლა არის კიდევ ერთი, მესამე საკითხი დარჩენილი, ეს არის უკრაინაში ომის დასრულება და უკვე აქტიურად მიმდინარეობს საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინაშიც ომი მალე დასრულდება. რა თქმა უნდა, ამ სამი მოვლენის დასრულების შემდეგ ყველაფერი წავა დადებითი მიმართულებით. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ თვისებრივად გადაიტვირთება ურთიერთობები, როგორც საქართველო-ამერიკის შეერთებულ შტატებს, ასევე, საქართველო-ევროკავშირს შორის",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდი ბრიტანეთი სამხედრო ბანკის შექმნას გეგმავს
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 84 პირი დააკავა
ონლაინ პლადფორმა „ისურვე“ გამოწერ ნივთებს აგვიანებს, ან თანხებს არ აბრუნებს, პლადფორმა გააფრთხილეს
თიბისის მხარდაჭერით „ქოლგა თბილისი ფოტო“ 25-ე საიუბილეო წელს აღნიშნავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics