|
2016-02-28 10:15:25, 947 ნახვა
სამხედრო
კადეტებმა საჯარო ლექცია მოისმინეს
კოჯორში გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტებმა 1921 წლის თებერვალში თბილისის დასაცავად გამართული სამხედრო შეტაკებების შესახებ ლექცია მოისმინეს და საბრძოლო მოქმედებების თეატრი დაათვალიერეს. როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, კოჯორში კადეტებთან ერთად საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე და გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების სკოლის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ლაშა დავითაძე იმყოფებოდნენ. თავდაცვის მინისტრის მოადგილე კადეტებს გაესაუბრა და სამხედრო ისტორიის მნიშვნელობაზე ესაუბრა. „მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ უფრო მეტი ვიცოდეთ პირველი რესპუბლიკის საწყისების შესახებ, მისი შინაარსის შესახებ. განსაკუთრებით ჩვენ, თავდაცვის სამინისტრომ უნდა იცოდეს სამხედრო ისტორიის ფარგლებში, პირველ რესპუბლიკას როგორი სამხედრო ძალები ჰყავდა, როგორ ცდილობდა იგი საკუთარი თვითმყოფადობის გადარჩენას. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან არიან ჩამოსულები კადეტები, რომლებიც ამ ცოდნას მიიღებენ“ - აღნიშნა ანა დოლიძემ. საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის 95 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა. საჯარო ლექცია თავდაცვის სამინისტროს სტიპენდიანტმა, ისტორიის დოქტორანტმა დიმიტრი სილაქაძემ ჩაატარა. ლექციის დასრულების შემდეგ კადეტები კოჯორში მდებარე გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების სკოლას ესტუმრნენ. სკოლის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ლაშა დავითაძემ კადეტებს სერჟანტთა მომზადების ცენტრის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)