03:19 - 08 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-27 21:32:26, 730 ნახვა

სამართალი
ირაკლი ალასანია: შემკვეთსაც და შემსრულებელსაც ვიპოვით სადაც არ უნდა წავიდნენ

''შემკვეთსაც და შემსრულებელსაც ვიპოვით სადაც არ უნდა წავიდნენ'' - ამის შესახებ თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა. პოლიტიკოსი ალექსი პეტრიაშვილის თავდასხმის დამკვეთეზე და შემსრულებლებზე საუბრობს. მისი თქმით, ეს იყო მკვლელობის მცდელობა და მას იმედი აქვს, რომ მალე ყველაფერს ფარდა აეხდება.

''მგონია, რომ ამ წუთებში ჩვენ გვისმენენ შემკვეთიც და შემსრულებლებიც. მინდა დავპირდე მათ, რომ ვერსად დაგვემალებიან. ვიპოვით სადაც არ უნდა წავიდნენ და მათ მოუწევთ პასუხისგება ამ ცინიკურ, ბარბაროსულ აქტზე. როგორი არაადამიანი უნდა იყო, რომ მეგობრის საფლავზე მისულ ადამიანთან ზურგიდან მიხვიდე, თავს დაესხა და მიწაზე დაგდებული დაცხრილო. მე დარწმუნებული ვარ, ამ ყველაფერს მალე ფარდა აეხდება და ობიექტური ჭეშმარიტება დადგება,'' - განაცხადა ირაკლი ალასანიამ. 

ცნობისთვის, გუშინ თბილისში, საბურთალოს რაიონში, უცნობმა პირებმა ალექსი პერტიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორივე ქვედა კიდური დაუზიანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - გულწრფელად ვულოცავ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას
ფაშინიანის "სამოქალაქო კონტრაქტის" ეგზიტპოლით, მათი პარტია არჩევნებში 56.7%-ით იმარჯვებს
სომხეთში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა
მაღალი აქტივობა: სომხეთში ამომრჩეველთა აქტივობამ საღამოს 5:00 საათის მონაცემებით თითქმის 49% შეადგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics